206-ე ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. ამის შესახებ განცხადება, ინგოროყვას კლინიკის ექიმმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვს დეტალური კვლევა უტარდება და ანტიშოკურ მკურნალობას გადის.
ექიმები ამბობენ, რომ დასრულდა დაკვირვება და სახის მოტეხილობა ფიქსირდება. ექიმის ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებული აქვს ფილტვიც.
„არსებული კვლევებით ფიქსირდება მარცხენამხრივი ჰემოპლემოთორაქსი. დაიწყო ანტიშოკური მკურნალობა. აყვანილ იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემდგომი მკურნალობისთვის,“ - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.