06 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 70 წლის განმავლობაში - ანგელა მერკელი კანცლერის პოსტზე რჩება

ანგელა მერკელის "ქრისტიან დემოკრატიულმა" პარტიამ ბოლო 70 წლის განმავლობაში გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა პარტია ხმების რაოდენობით, მაინც პირველ ადგილზე გავიდა. ისინი პარლამენტში 33 პროცენტით შედიან.

მეოთხე ვადით რჩება კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელი. აღსანიშნავია, რომ მესამე რეიხის დაცემის შემდეგ, პირველად გერმანიის პარლამენტში "ნაციონალისტური" პარტიაც მოხვდა. ეგზიტპოლების თანახმად, "ნაციონალისტებმა" ხმების 13 პროცენტი მიიღეს და სავარაუდოდ, ბუნდესტაგში 94 ადგილს დაიკავებენ. 

გერმანიის პარლამენტში სულ 6 პარტია მოხვდა. მათ შორისა არიან "თავისუფალი დემოკრატები" და "მწვანეები". უბნების დახურვისთანავე, გერმანიის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. მოსახლეობა პარლამენტში ულტრამემარჯვენეების მოხვედრას აპროტესტებდა.

დღის ამბები