18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
წაღვერის ტყეში ცეცხლი ლოკალიზებულია

წაღვერის ტყეში ცეცხლი ლოკალიზებულია. ხვალიდან კი მეხანძრე მაშველები, ავიაციასთან ერთად უკვე სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის განიხილება ხანძართან ბრაკონიერების შესაძლო კავშირი. ცეცხლის ლოკალიზების დროს ტყეში მოჭრილი ხეები იპოვეს. ხანძარი წაღვერში 4 დღის წინ გაჩნდა.

„ამ დროისთვის გვაქვს სრული ლოკალიზაცია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ისევ ამ რეჟიმში მუშაობას,“ - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია.

დღის ამბები