შარტავას ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
"კურიერის" ინფორმაციით, მას ჭრილობა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით, თავის არეში აქვს მიყენებული.
ახლობლები თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიას გამორიცხავენ. დეტალები, თუ რა მოხდა შარტავას 35 ნომერში, ამ დრომდე უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტაკიძე საკუთარი სახლის სადარბაზოს მეოთხე სართულზე დაჭრილი მეზობელმა გუშინ იპოვა.