ხანძარი იყო მარნეულში. ცეცხლი მეორადი ზეთის გადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა. დაიწვა დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართობი. მომხდარის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო ბრიგადა.
იყო ხანძრის გავრცლების საშიშროება, თუმცა მისი თავიდან აცილება დროულად მოხერხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ზეთით სავსე ავზებს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.