წაღვერის ტყეში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. პროცესში ამ ეტაპზე მხოლოდ ცოცხალი ძალაა ჩართული. საჭირო გახდება თუ არა ავიაციის გამოყენება, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრულად ლოკალიზების შესახებ განცხადებები დღის ბოლოს გაკეთდა. წაღვერში, შუაგულ ტყეში წიწვოვან ნარგავებს ცეცხლი 22 სექტემბერს გაუჩნდა.
ქართულ ავიაციასთან ერთად, პროცესში ჩართული იყვნენ აზერბაიჯანული და თურქული ვერტმფრენები.
„სტიქიის ზონაში გვაქვს სრული ლოკალიზება. მიუხედავად ამისა, პირადი შემადგენლობა დილიდან გააგრძელებს მუშაობას, ისინი დაამუშავებენ ნიადაგს, რომ არ მოხდეს ცეცხლის გაღვივება. ავიაცია ჩაერთვება დილის საათებიდან ღონისძიებაში,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ.