18 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
სეტყვა კახეთში - სტიქიამ თელავის რაიონის ოთხი სოფელი დააზარალა

სეტყვა კახეთში. სტიქიამ თელავის რაიონის ოთხი სოფელი დააზარალა. ვარდისუბანში, რუისპირში, გულგულასა და კურდღელაურში დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.

მოსახლოების თქმით, ძლიერი წვიმა სეტყვასთან ერთად დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. სტიქიით მიყენებული ზიანის დათვლას შესაბამისი კომისია დღეიდან დაიწყებს.

ადგილორივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალი აუნაზღაურდებათ მათ, ვისაც მოსავალი დაზღვეული ქონდა. 

დღის ამბები