06 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
აშშ-ს ოფიციალური ფხენიანისთვის ომი არ გამოუცხადებია - თეთრი სახლის პრეს მდივანი

ოფიციალური ფხენიანის განცხადებას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ომის გამოცხადების შესახებ, შეერთებულ შტატებში აბსურდულს უწოდებენ. განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა გააკეთა.

სარა სანდერსის თქმით, შეერთებულ შტატებს ოფიციალური ფხენიანისთვის ომი არ გამოუცხადებია და მთავარი მიზანი კვლავ კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების მშვიდობიანი გზებით მოგვარებაა.

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ომის გამოცხადებაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადანაშაულა და ვაშინგტონს ამერიკის სტრატეგიული ბომბდამშენების ჩამოგდებით დაემუქრა.

დღის ამბები