06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
ერაყში თადაცვის სამინისტრომ მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ განაცხადა

ერაყის ქურთისტანში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ერაყის თადაცვის სამინისტრომ რეგიონში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ განაცხადა. სწავლებაში თურქეთის სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა გაეროს გენერალურმა მდივანმა და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

რეფერენდუმის დასრულებას მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოკითხვაში ამომრჩეველთა 78-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. 

დღის ამბები