18 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
„თბილსერვის ჯგუფმა“ საახალწლო დეკორაციები გამარტივებული წესით არ უნდა შეისყიდოს - "საია"

„თბილსერვის ჯგუფმა“ 3 მილიონი ლარის ღირებულების საახალწლო დეკორაციები გამარტივებული წესით არ უნდა შეისყიდოს - აცხადებს "საია", რომელიც ამ თემაზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნას ეხმიანება.

"ახალგაზრდა იურისტები" შესყიდვების ელექტრონულად განხორციელების უპირატესობაზე საუბრობენ, რომელიც გამარტივებული შესყიდვისგან განსხვავებით, შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას კონკურენტული გარემო, დაიზოგოს საბიუჯეტო სახსრები და შემცირდეს კორუფციული რისკები.

"საია" მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობას, არ მიეცეს "თბილსერვის ჯგუფს" თანხმობა.

„ჩვენ მოვუწოდებთ, რომ არ მისცეს თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე, ვინაიდან, ახალი წელი და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები არ არის იმ ტიპის, რომლის დაგეგმვაც და განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა ელექტრონული ტენდერის საშუალებით. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ ყოველი მსგავსი ტიპის თანხმობა ზრდის კორუფციის ნიშნებს, არაკონკურენტულ სახელმწიფო შესყიდვას,“  განაცხადა „საია“-ს იურისტმა სულხან სალაძემ.

დღის ამბები