06 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
გაერო რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

გაერო რუსეთს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ვითარება მკვეთრად გაუარესდა.

"გამოვლინდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ისეთი, როგორიც არის თვითნებური დაპატიმრებები, დაკავებები, გატაცება, წამება და არასათანადო მოპყრობა," - წერია ანგარიშში.

გაერო რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვისკენ და სავარაუდო დანაშაულის ფაქტების ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები