18 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
გაუსაძლისი სუნი და შეწყვეტილი სასწავლო პროცესი - ზემო ფონიჭალაში კანალიზაციის მილი დაზიანდა

ზემო ფონიჭალაში კანალიზაციის მილის დაზიანების გამო, დაბინძურებული წყალი ზედაპირზე ამოდის და საცხოვრებელ სახლებამდე აღწევს. გაუსაძლისი სუნის გამო, 70-ე სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ქუჩაზე დროებით შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. 

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მილი გარდაბანში მდებარე სასაკლაოს ნარჩენების გამო გაიჭედა, რომელიც იმავე ქსელს უერთდება, რომლითაც ფონიჭალის მცხოვრებლები სარგებლობენ.

ადგილზე "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან. კრწანისის რაიონის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი ვარაუდობს, რომ მომხდარის გამომწვევი მიზეზი, გარდაბანში არსებული სასაკლაოა, რომელიც არასანქცრებულად არის მიერთებული GWP-ის ქსელზე. 

"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლის თქმით, თელეთში არსებული სასაკლაო არასანქცირებული მიერთების გამო, არა ერთხელ დაჯარიმდა და GWP არ გამორიცხავს, რომ მათ მომსახურება შეუჩეროს. 

 

 

დღის ამბები