წაღვერის ტყეში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. პროცესში ამ ეტაპზე ცოცხალი ძალა და საქართველოსა და თურქეთის ორი ვერტმფრენია ჩართული.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სრულად ლოკალიზების შესახებ განცხადებები დღის ბოლოს გაკეთდა.
„განვახორციელეთ საკონტროლო შემოფრენა, დავათვალიერეთ ტერიტორია. ფაქტობრივად რამდენიმე დაკვამლიანების კერა გვაქვს, სადაც უკვე ხალხი მუშაობს. ცოცხალი ძალა რჩება ადგილზე და ამუშავებენ ნიადაგს, რომ არ მოხდეს ცეცხლის გაღვივება,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ.
წაღვერში, შუაგულ ტყეში წიწვოვან ნარგავებს ცეცხლი 22 სექტემბერს გაუჩნდა.