06 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
ერაყის ქურთისტანში მოსახლეობის უმრავლესობამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი

ერაყის ქურთისტანში მოსახლეობის უმრავლესობამ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ, თუმცა ქურთი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ დათვლილი ბიულტენების მიხედვით, ქურთისტანის დამოუკიდებლობას ელექტორატის 90 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, წინააღმდეგიკი მხოლოდ 7-ია.

რეფერენდუმი ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში გუშინ ჩატარდა. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არა მხოლოდ ქურთისტანის ავტონომიის მოსახლეობას, არამედ ერაყის სხვა რეგიონში მცხოვრებლებსაც ჰქოდათ.

რეფერენდუმს არ აღირებს ერაყის ხელისუფლება, თურქეთი და ირანი. სამივე ქვეყანაში აცხადებენ, რომ არალეგიტიმურმა კენჭისყრამ შესაძლოა, რეგიონში მორიგი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს.

რეფერენდუმის შედეგებს არ ცნობს გაეროც.

დღის ამბები