პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ძლიერთა თამაშებში ჩაერთო, რომელშიც დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროების გარდა, ნატო-ს წევრი 13 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. თამაშები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პატრონაჟით ტარდება.
ქართველ სამხედროებს, დავით დავლაშელიძესა და მალხაზ შეკელაშვილს, "იაგუარისა" და "რეინჯ როვერის" მანქანებით სხვადასხვა სირთულის დავალების შესრულება მოუხდათ. საბოლოოდ, ქართულმა გუნდმა ხუთეულში დაიმკვიდრა ადგილი. საუკეთესოები კი, პრინცმა ჰარიმ დააჯილდოვა.