საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ორი მათგანი თბილისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.
საზღვარზე მომხდარი აფეთქების დროს ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ოთხი კი - დაშავდა. ორი მათგანი ყვარლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთს სხეულის 27%, მეორეს კი - 50% დამწვარი აქვს. მათ ასევე აღენიშნებათ სასუნთქი გზების დაზიანება და დამწვრობითი შოკი. ორივე პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.