06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
პრინცი ჰარი და მისი შეყვარებული საზოგადოებაში ერთად პირველად გამოჩნდნენ

პრინცი ჰარი და მისი შეყვარებული, მეგან მარკლი საზოგადოებაში ერთად პირველად გამოჩნდნენ. დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი ამერიკელ მსახიობთან ერთად ტორონტოში ჩავიდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სპორტული თამაშები გაიხსნა.

საუბარია, ბრძოლებში დაჭრილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყოფილი ჯარისკაცების საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე, რომელიც პრინცმა ჰარიმ ძმასთან ერთად 2014 წელს დააარსა.

გახსნის ცერემონიას წელს მხოლოდ ჰარი დაესწრო. მან შეყვარებულთან ერთად ჩოგბურთის მატჩსაც მიადევნა თვალი.

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის რომანის შესახებ ინფორმაცია მედიაში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი დღემდე არ გაკეთებულა. ჟურნალისტების შეკითხვებს წყვილმა არც ტორონტოში უპასუხა.

 

ფოტო: dailymail.co.uk

დღის ამბები