18 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ახალი ტერმინალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ლენტი "ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაჭრა. ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერმინალს აქვს ჩასხდომის ახალი ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფრინავს ერთდროულად მოემსახურება.

"ტავ ჯორჯიამ" ტერმინალის მშენებლობაზე 33 მილიონი დოლარი დახარჯა. გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებით აეროპორტი წელიწადში 4 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

დღის ამბები