206-ე საბავშვო ბაგა ბაღის პერსონალის დაკითხვა დასრულებულია. გამომძიებლების შეკითხვებს საბავშვო ბაღის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და პედაგოგები, რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ.
პედაგოგები დუმილს არ არღვევენ და ბაღში მომხდარი ინციდენტის შესახებ არ საუბრობენ.
საბავშვო ბაღში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, სამართალდამცველები კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გარდა ამისა, ყოფილი დირექტორის და ორი აღმზრდელის დაკითხვა გუშინ გვიანობამდე მიმდინარეობდა.