206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. სახის ძვლების მოტეხილობის გარდა, მას დავარდნის შედეგად ფილტვი დაუზიანდა.
206-ე საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა დუმილი მხოლოდ გამომძიებლებთან დაარღვიეს. გამოძიებას ჩვენება ბაღის ყოფილმა დირექტორმა და ორმა აღმზრდელმა მისცა, რომლებიც ხელმძღვანელის მსგავსად, სამსახურიდან გუშინვე გაათავისუფლეს. საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი ჯერჯერობით არავის აქვს.
206-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლების უმეტესობა 3 წლის გოგონას ამბავს სააღმზრდელო დაწესებულების მთავარ პრობლემას - მრავალრიცხოვან ჯგუფებს და მომვლელების არასაკმარის რაოდენობას უკავშირებს.
ბაღში არსებულ პრობლემებსა და მშობლების პრეტენზიებზე სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებს საუბარი არ სურთ. ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვების რაოდენობის მონიტორინგი ხორციელდება.