06 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
კიევში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ხანძარს აფეთქება მოჰყვა

აფეთქება კიევში - ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლის გავრცელებას მოგვიანებით აფეთქებაც მოჰყვა. ხანძრის შედეგად დაიწვა ბაღის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, დაზიანებულია ახლომდებარე მანქანები.

ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

„მოხდა დაუმთავრებელ საბავშვო ბაღში ხანძარი, რომელსაც მოჰყვა აფეთქება. ღობე დაიწვა, მიმდებარე შენობა, მანქანებზეც გადავიდა ცეცხლი. საკონსულოს სამსახური ჩართულია და ეძებს ვინმე ხომ არ დაშავდა საქართველოს მოქალაქე. საკონსულოს თანამშრომლები ყოველთვის არიან მიერთებული ცხელ ხაზზე, შესაბამისად არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა ამ ფაქტთან დაკავშირებით არც საქართველოს მოქალაქეების, არც უკრაინული მხარის მხრიდან,“-განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა უკრაინაში გელა დუმბაძემ.

დღის ამბები