საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მესაზღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.
დაშავებულები თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არიან მოთავსებული. მათ სხეულის 50% და 30%-იანი დამწვრობა აღენიშნებათ.
დაშავებულები დღის ბოლოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მოინახულა.
ისინი არ ეთანხმებიან ოჯახის წევრების განცხადებებს, რომ რეაგირება მომხდარზე დაგვიანებით მოხდა.
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე კარავში, სადაც მესაზღვრეები ისვენებდნენ გაზის ბალონი აფეთქდა. დაიღუპა ერთი, სამმა ადამიანი დაშავდა.
„ერთი მესაზღვრე დაღუპულია, სამი მესაზღვრე არის დაშავებული. მათი მდგომარეობა არის მძიმე. შს სამინისტრო უზრუნველყოფს ყველა თანხის თანხის გადახდას დაღუპული მესაზღვრის დაკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე კლინიკის თანხები ანაზღაურება იქნება სასაზღვრო პოლიციის მიერ და მათ ოჯახებთან გვაქვს კომუნიკაცია,“-განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე ნინო ბაქრაძემ.