18 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
გენერალური ინსპექციის რეაგირება ძალოვან უწყებებში გამოვლენილ კანონდარღვევაზე - EMC-ის კვლევა

გენერალური ინსპექციის რეაგირება ძალოვან უწყებებში გამოვლენილ კანონდარღვევაზე - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ კვლევას გამოაქვეყნებს.

საუბარია გასული წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურში დაფიქსირებულ 5 შემთხვევაზე, სადაც "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის" ცენტრი შუამავლის როლში იყო წარმოდგენილი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აშკარა კანონდარღვევების მიუხედავად გენინსპეცია ყველა შემთხვევაში, ისევე როგორ მოგვიანებით სასამართლო - მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციით იფარგლებოდა.

„გენერალური ინსპექციები არ სარგებლობს საკმარისი ფუნქციური დამოუკიდებლობით. არ არის განსაზღვრული მოქალაქის განცხადების საფუძველზე სამსახურეობრივი შემოწმების ვადები. უნდა მოწესრიგდეს რიგი საკითხები რაც უკავშირდება ჩვენს ძირითად მიგნებებს, გაიწეროს შესაბამისი ვადები, თანმიმდევრული ეტაპები, მტკიცებულებათა მოპოვება-შეფასების წესი,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი მარიამ მხატვარი.

 

დღის ამბები