ქვემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა. თემურ თორდინავა სამართალდამცველებმა ორი დღის წინ 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიბარეს. გამოკითხვიდან გამოსული თორდინავას თქმით, უახლოეს მომავალში საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების მიზნით ზომების გამკაცრება იგეგმება.
უკვე დაიკითხა 206-ე საბავშვო ბაგა ბაღის პერსონალიც. მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, სამართალდამცველები კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის შესახებ ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.