მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს მაშველების დახმარება დასჭირდათ.
ერთ-ერთი მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა შექმნა და ჯგუფი გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
შეტყობინება სამაშველო სამსახურში ღამით შევიდა, თუმცა ვერტმფრენის გაგზავნა დილამდე ვერ მოხერხდა.
3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მხოლოდ გამთენიისას ჩამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას.