27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 24 წლის წინ, თითქმის 2 კვირიანი უმძიმესი ბრძოლების შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსი სამხედროების, კაზაკების და ჩრდილო კავკასიელი მებრძოლების დახმარებით ქალაქი აიღეს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, 24 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქის დაცემისას გმირულად დაღუპულ სოხუმის მერს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. გურამ გაბისკირია ჟიური შარტავასთან და კიდევ 27 პირთან ერთად სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.
პრეზიდენტმა 27 სექტემბერს, გმირულად დაღუპულთა შესახებ ისაუბრა.
„დღეს მას ვაჯილდოებთ ჩვენი სამშობლოს უმაღლესი ჯილდოთი, ეროვნული გმირის წოდებით,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.