დღეს დილიდან გმირთა მემორიალთან დაღუპული მეომრების მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და თანამოქალაქეები შეიკრიბნენ. გმირთა მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქართველი მეომრების გმირობა და 24 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები.
გმირთა მემორიალთან დილიდან იკრიბებიან პოლიტიკოსებიც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა ამერიკის ელჩიც.
სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27 სექტემბერს ქალაქის დაცემით დასრულდა.