"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციების საქმიანობის მიმოხილვის დოკუმენტი წარადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გენინსპექციის არასაკმარის დამოუკიდებლობაზე, სასამართლო სისტემის არაეფექტურ კონტროლზე და სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნების არასისტემურობაზე საუბრობენ.
„დღევანდელი სტრუქტურა, გენერალური ინსპექციების ორგანიზება არ იძლევა იმის თქმით საფუძველს, რომ ისინი ინსტიტუციურად და ორგანიზაციულად არიან სრულად დამოუკიდებლები, მათ შორის უწყების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან,“ - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა.