06 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
უკრაინის პროკურატურა კალინოვკის სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს დივერსიად აფასებს

უკრაინის პროკურატურა კალინოვკის სამხედრო ნაწილში გაჩენილ ხანძარს დივერსიად აფასებს. ცეცხლი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ობიექტზე გვიან ღამით გაჩნდა, რასაც აფეთქებების სერია მოყვა. მსხვერპლი არ არის, დაშავდა ორი ადამიანი.

უსაფრთხოების მიზნით, 50 კილომეტრის რადიუსში საჰაერო სივრცე დახურეს. ახლოს მდებარე დასახლებებიდან კი მოსახლეობა გაიყვანეს. საწყობში 188 ტონა საბრძოლო მასალა ინახებოდა, მათ შორის სმერჩის, ურაგანისა და გრადის სისტემებიც.

აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის, მიმდინარეობს სამუშაოები ხანძრის ჩასაქრობად. ოპერაციაში ჩართულია 1200 მეხანძრე და 200 ერთეული ტექნიკა. მსგავსი შემთხვევა უკრაინაში მარტშიც მოხდა. მაშინ ხანძარი ხარკოვის იარაღის საწყობში გაჩნდა, რომელიც ასევე დივერსიად შეფასდა.

დღის ამბები