18 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
NASA მზეზე ხომალდის გაგზავნას გეგმავს - ზონდი მზის ატმოსფეროში შევა

NASA ისტორიული ექსპედიციისთვის ემზადება. მეცნიერები მომავალ წელს მზეზე ზონდის გაგზავნას გეგმავენ. ის გახდება პირველი აპარატი, რომელიც მზის ატმოსფეროში შევა. 2024 წელს კი, მას გარეშემო შემოუვლის და დედამიწაზე მონაცემებს გამოაგზავნის.

ზონდის დახმარებით, მეცნიერები შეძლებენ დაადგინონ, რატომ არის მზის ატმოსფერო და გვირგვინი მის ზედაპირზე ცხელი.

ხომალდმა ჯერ რამდენიმე კრიტიკული გამოცდა უნდა გაიაროს. აპარატი მზეს 7 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება და მოუწევს გაუძლოს 1371 გრადუს ცელსიუსს და ძლიერ გამოსხივებას.

ექსპედიცია მზეზე NASA-ს მილიარდ-ნახევარი დოლარი უჯდება.

დღის ამბები