ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ოპიზრების ქუჩების კვეთაზე მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად სამანქანო გზა გადაკეტა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ აქ მოძრავი სატვირთო ავტომობილები გარემოს აბინძურებს და ბავშვებს საფრთხეს უქმნის.
აქციაზე 50-მდე ადამიანი შეიკრიბა, ისინი ბათუმის მერიას რეაგირებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
„ბავშვების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არ არის დაცული. ვაფრთხილებთ იმ კომპანიებს, რომლებიც არიან საკმაოდ სოლიდური კომპანიები და ამის შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ შემანელებელი გადასასვლელი, ასევე მოხდეს დღის განმავლობაში, სამჯერ მაინც ამ ტერიტორიის მორწყვა,“ - აღნიშნავს უფლებადამცველი თამარ ბაკურაძე.