18 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
საძოვრების გასხვისება - სოფელ პირველი სვირის მოსახლეობამ აქცია გამართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები სოფლის საძოვრების გასხვისებას ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეთა თქმით, საძოვარი, რომელსაც ორი სოფელი იყენებდა, რამდენიმე წლის წინ მათთან შეუთანხმებლად გაყიდეს და კერძო მესაკუთრეებმა იქ სხვადასხვა საწარმოები ააშენეს.

მუნიციპალიტეტში კი განმარტავენ, რომ მიწა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და სწორედ ამ უწყებამ გაასხვისა.

დღის ამბები