სოფელ ყარაჯალას სკოლაში ჰიჯაბიანი მოსწავლე არ შეუშვეს - დღეს ინციდენტში გარკვევას ადგილზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ცდილობდა. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ სკოლის დირექტორმა ამ გადაწყვეტილებით შეზღუდა მოსწავლის გამოხატვის თავისუფლება.
თავის მხრივ დირექტორი აცხადებს, რომ ბავშვების თავისუფლებას სწორედ ის მშობლები ზღუდავენ, რომლებიც მათ რელიგიური თავსაბურავის ტარებას აიძულებენ.