18 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
"ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე" - საპროტესტო აქცია კალაძის შტაბთან

"ოცნებაში ჩახოცილი 15 მეანაბრე“ - ამ სლოგანით საპროტესტო აქციას საფინანსო-კომპანია „საქართველოს" მიერ დაზარალებულები მართავენ. მეანაბრეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. ისინი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატისგან დაპირების შესრულებას ითხოვენ.

როგორც მეანაბრეები ამბობენ, კალაძე მათ რამდენიმე დღის წინ დახმარებას დაპირდა, თუმცა ამ დრომდე მისი დაპირება არ შესრულებულა.

დაზარალებულები მერობის სახელისუფლებო კანდიდატთან დაუყოვნებლივ შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციების ჩატარებას აანონსებენ.

დღის ამბები