18 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
პოლონეთში დასაქმების მიზნით ჩასული მამაკაცის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ქუთაისში მცხოვრები თორიების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ქალაქში არსებულმა დასაქმების ერთ-ერთმა ბიურომ ოჯახის ერთერთ წევრს პოლონეთში, რესტორანში დასაქმება შესთავაზა. ადგილზე ჩასულ მამაკაცს კი, რესტორნის ნაცვლად მუშაობა ხორცის კომბინატში და 250 დოლარიანი ანაზღაურებით უწევს.

„ყველგან ვიჩივლებ, სადაც ხელი მიმიწვდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს შემდეგ არ დაიტანჯონ ადამიანები ჩემსავით,“ - აღნიშნავს დაზარალებულის მეუღლე ლამარა კვერნაძე.

დაზარალებულის ოჯახმა დახმარებისათვის „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრს“ მიმართა. ცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირია. 

თავად ფირმაში კი, ბრალდებებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ. 

„ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია. ეს ადამიანი ყველანაირი იურიდიული პროცედურების დაცვით გავუშვით,“ - ამბობს დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკატერინე დოზოროვა.

დღის ამბები