18 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა - 24 წლის შემდეგ გმირებს მემორიალთან იხსენებენ

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. ომმა, რომელიც 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, 14 ათასი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქართველ მებრძოლთა დიდი ნაწილის ასაკი 19 წელს არ აღემატებოდა.

უკვე 24 წელია, 27 სექტემბერს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების პატივსაცემად, გმირთა მოედანზე უამრავი ადამიანი იკრიბება.

იმ პირებს შორის, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავი შესწირა, რამდენიმე გამორჩეული მოქალაქე იყო. სოხუმის მერი გურამ გაბისკირია სეპარატისტებს არც ტყვედ ჩავარდნის შემდეგ დანებდა, მან დაჩოქებას ჟიული შარტავასთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ღირსეული სიკვდილი ამჯობინა. პოლკოვნიკ გაბისკირიას ცხოვრების ბოლო წუთები ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გმირთა მემორიალთან გაიხსენა.

მათი ნაწილი, ვინც აფხაზეთის ომს ცოცხალი გადაურჩა და ჯილდოები ომის დამთავრებიდან 24 წლის შემდეგაც არ მიუღია, ვეტერანების დაუფასებლობაზე საუბრობს და მინიმალური 22 ლარიანი დახმარების გაზრდას ისევ ითხოვს.

დღის ამბები