სოხუმის დაცემიდან 24 წლის შემდეგ, სპორტსმენებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათ შორის, ვინც მემორიალთან ერთ-ერთი პირველი მივიდა, სოხუმის „ცხუმი“ იყო.
ფეხბურთელების უმრავლესობას სოხუმი მონაყოლით ახსოვთ, მშობლებისგან ან ახლობლებისგან.
სოხუმის დაცემის დღეს მემორიალთან, საქართველოს საუკეთესო და მესამე რეგიონლიგის კლუბები - „ცხუმი“ და „დინამო“ შეხვდნენ.
ფეხბურთელებისგან განსხვავებით, კარგად ახსოვს საკუთარი ქალაქი გუნდის პრეზიდენტს. ალექსანდრე წულაია ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეა, "ცხუმი" კი, ქვეყნისგან მეტ ყურადღებას იმსახურებს.