"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ სოხუმის დაცემის დღეს, ომში დაღუპულთა ხსოვნას რუსთავში, დიდების მემორიალთან პატივი მიაგო. პარტიის წევრებმა 27 სექტემბერს რუსთავში გამოფენაც მოაწყვეს, რომლითაც კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას ოკუპაციის ქრონიკა.
„გადავწყვიტეთ, რუსთავში მოგვეწყო გამოფენა, რომელიც სრულად ასახავს რუსეთის ოკუპაციის ყველა, მძიმე მონაკვეთ და მათ შორის, რა თქმა უნდა, სოხუმის დაცემასაც. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის იბრძოდა ეს ხალხი. ეს ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის, რუსეთის იმპერიული ზრახვების წინააღმდეგ,“ - აღნიშნავს გიგი უგულავა.