ამ დრომდე მძიმეა საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაღესტნის მონაკვეთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა. მესაზღვრეები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებიან. მამაკაცებს დამწვარი აქვთ სხეულის 30 და 50 პროცენტი.
შედარებით მსუბუქია თბილისში გუშინ გადმოყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მესაზღვრეს ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობენ.