06 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. მაღალი რანგის შეხვედრა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტი თურქ კოლეგას სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციაში შეხვდება.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთდღიანი ვიზიტის დროს ორი ქვეყნის ლიდერი სირიასა და ერაყში არსებულ ვითარებას და ორმხრივ ურთიერთიბებს განიხილავს.

რამდენიმე დღის წინ კი, ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის მთავარი თემა, ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი იყო.

დღის ამბები