06 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
მექსიკაში თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა

15 ადამიანი ემსხვერპლა თავდასხმას მექსიკაში. შეიარაღებული პირები ქალაქ ჩიჰუაჰუაში მდებარე ნარკომომხმარებლების სარეაბილიტაციო ცენტრში შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. დაშავდა სულ მცირე 7 ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა დაპირისპირებულ ბანდებს შორის გარჩევებს მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსგავსი ინციდენტი ქალაქის სარეაბილიტაციო ცენტრში 2010 წელსაც მოხდა, მაშინ თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები