შსს-ს ინფორმაციით, წაღვერში ხანძარი ლიკვიდირებულია. თუმცა, უწყების განმარტებით, პრევენციის მიზნით მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 600 მეხანძრე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი.
მუშაობდა ქართული, აზერბაიჯანული და თურქული ვერტმფრენები. 5 დღის განმავლობაში ავიაციამ 560 აფრენა განახორციელა.