18 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ხარვეზები სახელმწიფო იურიდიული პირების შესახებ კანონსა და ანტიკორუფციული მექანიზმების მუშაობაში - "გამჭვირვალობის" ანგარიში

ხარვეზები სახელმწიფო იურიდიული პირების შესახებ კანონში და ანტიკორუფციული მექანიზმების მუშაობა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დღეს კვლევის შედეგებს გაასაჯაროებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ინფორმაცია უწყებებიდან 2012-2017 წლების შესახებ გამოითხოვეს. თუმცა, მოთხოვნაზე უარი ორი უწყებიდან, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან მიიღეს. 

სხვა უწყებების შესწავლილი მონაცემების მიხედვით კი, დარღვევები რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა, მათ შორისაა თანამშრომლების აყვანისა და შრომის ანაზღაურების წესი.

„თანამშრომლების კონკურსის წესით აყვანა, დირექტორების კონკურსის წესით დანიშვნა, ეს ყველაზე ფუნდამენტური პრინციპებია და ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, ვინაიდან, ჩვენი აზრით, სრულად ეს საკითხები არ არის დახვეწილი,“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი ნასრაშვილი.

დღის ამბები