18 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ახალი კონსტიტუცია - სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური ინსტიტუტები და იურისტები საქართველოს პრეზიდენტს ვენეციის კომისიის, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და აკადემიური ორგანიზაციებისა და იურისტების პოზიციების გათვალისწინებით, კონსტიტუციის პროექტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის პროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად უნდა დაუბრუნდეს, რათა არ დაუშვან რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუარესება.

არასამთავრობოები გიორგი მარგველაშვილს დღეს წერილით მიმართავენ, გამოიყენოს ვეტო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც რელიგიის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს აუარესებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები