18 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
სკანდალური ინტერვიუს ავტორის, სპეცაგენტის ოჯახი დაცვის დანიშვნას ითხოვს 

„რუსთავი 2“-სთვის მიცემული სკანდალური ინტერვიუს ავტორის, სპეცაგენტის, ალექსანდრე სამუშიას ოჯახი, პატიმრის მდგომარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და დაცვის დანიშვნას ითხოვს. პატიმრობაში მყოფი სპეცაგენტის ახლობლები ამბობენ, რომ „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს, პატიმარზე ზეწოლა მოჰყვა. 

ალეკო სამუშიას ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით შსს-ს კიდევ ერთხელ მიმართა "რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა.

მღებრიშვილის უწყებაში განცხადება ზვიად კუპრავამ, ალექსანდრე სამუშიას 18 წლის შვილთან ერთად შეიტანა.

„ალეკო სამუშიას შვილმა დღეს უშუალოდ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა, რაც რეალურად სჭირდებათ სახელმწიფოსგან დღეს. ალეკო სამუშია არ იყო რიგითი ადამიანი, ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელი ქართული სპეცსამსახურის, რომელსაც ჩაუტარებია არა ერთი სკანდალური და მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია, მათ შორის ისეთიც, რომელიც დღემდე საზოგადოებისთვის უცნობია. საკუთარი სპეცსამსახურის თანამშრომლის ოჯახს დღეს სახელმწიფოსგან სჭირდება შესაბამისი დაცვით უზრუნველყოფა,“ - განაცხადა „”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები