06 ოქტომბერი 2024,   18:22
ვრცლად
ტრამპი Facebook-ს შეთქმულებაში ადანაშაულებს - ცუკერბერგი ბრალდებებს უარყოფს

მარკ ცუკერბერგი დონალდ ტრამპის ბრალდებას უარყოფს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალური ქსელი Facebook და კიდევ რამდენიმე გაზეთი მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.

ცუკერბერგის მიერ დაარსებული კომპანია უახლოეს დღეებში კონგრესს, არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე 3 ათასზე მეტი პოლიტიკური რეკლამის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.

საჯარო მოსმენა, რომელზეც Facebook-ის, Twitter-ის და Google-ის წარმომადგენლების დაკითხვა იგეგმება, სენატის დაზვერვის კომიტეტში პირველ ნოემბერსაა ჩანიშნული.

დღის ამბები