18 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
წყლის მილის გაყვანა ერთი ოჯახის გამოკლებით - იზოლდა ბარკალაია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს 

მუხიანში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, მერიას ადგილობრივებისთვის წყლის და კანალიზაციის მილები გაჰყავს - ერთადერთი ოჯახის გამოკლებით. ცენტრალური მილიდან, იზოლდა ბარკალაიას სახლამდე, მხოლოდ 100 მეტრია, თუმცა ქალაქის მერია მის სახლში გაყვანილობის გაკეთებაზე უარს ამბობს.

ბარკალაია ფიქრობს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის გამო ისჯება. მუხიანში დღეს "ნაციონალური" მოძრაობის მერობის კანდიდატი მივიდა. ზაალ უდუმაშვილმა ქალაქის მერია უყურადღებობასა და უუნარობაში დაადანაშაულა, გამარჯვების შემთხვევაში კი, მოსახლეობას დახმარებას და ქალაქის თანაბარ განვითარებას დაჰპირდა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ.

„იმის ღირსადაც კი არ ჩათვალეს ოჯახები, რომ პასუხი გაეცათ, რატომ არ მიაწოდეს წყალი. ახლა აქ გადაიგება ასფალტი ამ გზაზე, ეს ოჯახები დარჩებიან უწყლოდ, შემდეგ ეს ასფალტი უნდა გადათხარონ თავიდან, რომ ამ ოჯახებს წყალი შეუყვანონ. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელზეც ვტრიალებთ ამათი უუნარობის გამო. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ჩვენ 21 ოქტომბრიდან,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები