06 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
ივანკა ტრამპის მეუღლე ამომრჩევლების სიაში ქალად იყო დარეგისტრირებული

დონალდ ტრამპის ოჯახი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ამჯერად სიძის გამო. ნიუ იორკის საარჩევნო კომისიის ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ ივანკა ტრამპის მეუღლე ჯარედ კუშნერი ამომრჩევლების სიაში ქალად იყო დარეგისტრირებული.

რეგისტრაცია კი კუშნერმა პირველად 2009 წელს გაიარა. ამერიკული მედია შესაძლო გაყალბების სქემას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ მხოლოდ ტექნიკურ შეცდომაზეა საუბარი.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დონალდ ტრამპი ხშირად ამბობდა, რომ მილიონობით ადამიანმა არჩევნებში ხმა უკანონოდ მისცა, თუმცა ფაქტები არასდროს წარმოუდგენია. დღეს ჯარედ კუშნერი მის უფროს მრჩევლად მუშაობს.

დღის ამბები