18 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
ერთი დღით ადრე მიღებული გადაწყვეტილება - ტყიბულის სკოლაში მოსწავლეებს სკოლის შენობის კარი დაკეტილი დახვდათ

15 სექტემბერს, ტყიბულის სკოლაში მისულ მოსწავლეებს შენობის კარი დაკეტილი დახვდათ. განათლების სამინისტრომ სკოლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიიღო. მიზეზი შენობის მძიმე, ავარიული მდგომარეობაა.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ შენობა ჯერ კიდევ მაისში შეამოწმა, დასკვნაც მაშინვე დაიდო, თუმცა პედაგოგებმაც და ბავშვებმაც სწავლის დაწყების შემდეგ შეიტყვეს, რომ სკოლის ახალი შენობის ძებნა მოუწევდათ.

ტყიბულის განათლების რესურს-ცენტრმა მასწავლებლებს გაკვეთილების ჩასატარებლად ალტერნატიული შენობა შესთავაზა, სადაც ბავშვებს მხოლოდ მეორე ცვლაში, სამიდან საღამოს 9 საათამდე მოუწევდათ სწავლა.

ტყიბულის განათლების რესურს ცენტრში ადასტურებენ, რომ ქალაქში უამრავი ბავშვი სასწავლო პროცესის გარეშეა დარჩენილი.

ალტერნატიული შენობის კერძო მესაკუთრემ ზაფხულში 5 ათას ლარამდე თანხის გადახდა მოითხოვა, თუმცა იმის გამო, რომ განათლების სამინისტრომ მის გადახდაზე უარი განაცხადა, პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელი დარჩა.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

დღის ამბები