საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად, რეჟისორების, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ერთობლივი ნამუშევრის "ჩემი ბედნიერი ოჯახის" პრემიერას დაესწრო.
ფილმი ქართველმა მაყურებელმა გუშინ კინოთეატრში "ამირანი" პირველად იხილა. კინოსურათის ”ჩემი ბედნიერი ოჯახის” მსოფლიო პრემიერა ბერლინალეზე შედგა.